„ჩვენი ძველი ურთიერთობა აშშ-სთან ახლა დასრულდა. ჩვენ გადავლახეთ ამერიკის ღალატისგან მიღებული შოკი, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ - ეს განცხადება კანადაში საყოველთაო ვადამდელ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და ლიბერალური პარტიის წარმომადგენელმა მარკ კარნიმ მხარდაჭერებისადმი მიმართვისას გააკეთა.
კანადის პრემიერმა აღნიშნა, რომ კანადა ახლა ისტორიის გარდამტეხ მომენტში აღმოჩნდა, ხოლო აშშ-ს თუ აღარ სურს, იყოს მსოფლიო ლიდერობის წინა ხაზზე, მაშინ კანადა იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში გეგმავს დონალდ ტრამპთან საუბარს, რათა განიხილონ ორი სუვერენული და დამოუკიდებელი ერის მომავალი.
კანადაში საყოველთაო ვადამდელ არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის „ლიბერალურმა პარტიამ” გაიმარჯვა. მან თემთა პალატაში 167 ადგილი მოიპოვა, თუმცა ამჟამად უმრავლესობისთვის საჭირო 172 ადგილია.