არსებობს ძალიან მყარი პოზიცია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა არა თუ გაგრძელდეს, არამედ უფრო გაღრმავდეს - ლევან დავითაშვილი

26 აპრილი 2025, 12:38 98 ნახვა

არსებობს ძალიან მყარი პოზიცია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში, რომ ეს სტრატეგიული თანამშრომლობა არა თუ გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს და ხარისხობრივად და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტსა და უფროს დირექტორს ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში, ენდრიუ პიკს შეხვდა. ვიცე-პრემიერის თქმით, შეხვედრა გამორჩეულად მნიშვნელოვანი და მრავლისმტყველი იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალ ადმინისტრაციასთან იმ პრიორიტეტებზე საუბარი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გააჩნია და რომელიც სრულადაა თანხვედრაში პრეზიდენტ ტრამპის ხედვებთან და ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ძალიან მჭიდრო თანხვედრა პოზიციებზე, თანამშრომლობის პერსპექტივები არის ძალიან ბევრი. ჩვენ ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე, რომელიც ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ორ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, კომერციისა და სახაზინო დეპარტამენტებსა და სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი