პოლონელი პედაგოგები აჭარაში

24 აპრილი 2025, 19:56 205 ნახვა

მასწავლებელთა უცხოეთში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში აჭარას 12 პოლონელი პედაგოგი სტუმრობს. ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგები ვიზიტის ფარგლებში მასწავლებელთა სახლის ტრენერებთან ერთად საგნობრივ ვორქშოფებს ჩაატარებენ.
პროექტის ფარგლებში პედაგოგები ბათუმისა და ქედის საჯარო სკოლებს ეწვევიან, ასევე მოინახულებენ მუზეუმებსა და კულტურულ ძეგლებს. პროექტის მიზანი ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარებაა.
პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ქართველი პედაგოგების ვიზიტი პოლონეთში.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი