ლონდონში უკრაინის საკითხზე აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები უფრო დაბალ ოფიციალურ დონეზე გაგრძელდება და მედიისთვის დახურული იქნება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ლონდონში არ ჩასულა.
ნიუ იორკ თაიმსის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა ლონდონში ჩასვლაზე უარი ზელენსკის განცხადების შემდეგ თქვა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინა, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, ყირიმის დათმობას არ აპირებს.
ლონდონში მოლაპარაკებების ფორმატი შეიცვალა მას შემდეგ, რაც გაჟონა ინფორმაციამ, რომ რუსეთი აშშ-ს მიერ ყირიმის ანექსიის აღიარების სანაცვლოდ მზადაა უარი თქვას უკრაინის მხოლოდ ნაწილობრივ ოკუპირებულ სამ რეგიონზე.