დამშრალი არდაგანის ტბა და ჩინური რესტორნის შენობა რომელიც შესაძლოა დაანგრიონ. მერიაში აცხადებენ, რომ აქ კერძო კომპანია ერთსართულიან კვების ობიექტს განათავსებს, მშენებლობის გამო კი ''ბათუმის წყალმა'' ტბაში წყლის დონე დაწია. თუმცა, ''ბულვარის ადინისტრაციაში'' ამბობენ რომ წყალი ბუნებრივად დაშრა.
ამ დროისთვის ტერიტორიაზე უკვე მოშალეს ხიდი. რა მდგომარეობაში დახვდებათ ტურისტებს ტბა და რა თანხას გადაიხდის კერძო კომპანია იჯარისთვის ყოველთვიურად?