ავარია ბათუმში - ავტოსაგზაო შემთხვევა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ერთამანეთს ორი მმსუბუქი ავტობილი შეეჯახა - არიან დაშავებულები.
ადგილზე, ამ წუთებში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით, უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.