აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა

14 აპრილი 2025, 18:08 258 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის, ხელვაჩაურის და ბათუმის მერიებსა და საკრებულოებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა.სულხან თამაზაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს პირადად გააცნო თავისი ხედვა მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების შესახებ. შეხვედრებზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტურისტულ სეზონზე, საუბარი შეეხო როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ისე სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას, რათა რეგიონმა დამსვენებლები კომფორტულ და მოწესრიგებულ გარემოში მიიღოს.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში