ესპანეთის სანაპირო დაცვამ გადაარჩინა 50 მიგრანტი, რომლებიც ცდილობდნენ კანარის კუნძულებამდე გასაბერი ნავით მიღწევას-ამის შესახებ ესპანურმა წითელმა ჯვარმა განაცხადა.
მაშველებმა 45 კაცი, ოთხი ქალი და ერთი არასრულწლოვანი გადაიყვანეს ელ როსარიოს პორტში.
მიგრანტების ნავი კუნძულ ლანზაროტედან 90 მილის მოშორებით გადაადგილდებოდა და ზღვაზე არახელსაყრელი პირობების გამო მას საფრთხე ემუქრებოდა.
ატლანტიკური მარშრუტი განსაკუთრებით საშიშია, რადგან ოკეანის შტორმს მარტივად შეუძლია მიგრანტებით გადატვირთული გასაბერი ნავებისა თუ გემების ამოყირავება.
ესპანეთის სანაპირო დაცვის მონაცემებით, წელს არალეგალურმა მიგრაციამ 28%-ით იკლო.