ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დღეს გაგრძელდება. ჯერ-ჯერობით უცნობია ვის დაკითხავენ დღევანდელ პროცესზე. ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვა გრძელდება. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს, პროცესი 13 საათზეა ჩანიშნული.
გამოცემების ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მედიამენეჯრი 12 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან პოლიციის უფროსზე ირაკლი დგებუაძეზე სილის გაწვნის გამო დააკავეს. დგებუაძე პროკურატურამ დაზარალებულად ცნო, იგი ამ საქმეზე სასამართლოზეც უნდა გამოიკითხოს.