ევროპელმა ლიდერებმა უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად სოციალურ მედიაში განცხადებები გამოაქვეყნეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავდასხმას "ბარბაროსული" უწოდა, ხოლო სხვა ლიდერებმა,სოლიდარობა გამოუცხადეს მსხვერპლებს და მათ ოჯახებს.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი საერთაშორისო პასუხი მოითხოვა თავდასხმის გამო, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის ძალისხმევას მოჰყვა, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს ეს ომი.
მანამდე რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა უკრაინის ქალაქ კრივი რიჰში, ზელენსკის მშობლიურ ქალაქში, რომლის შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი.
სუმი, რომლის მოსახლეობა დაახლოებით მეოთხედი მილიონია, რუსეთის საზღვრიდან 25 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.