ბათუმში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა რეგიონული თამაშები 2025 - ის საფინალო შეხვედრები იმართება. შეჯიბრებები სპორტის რვა სახეობაში - ფეხბურთში, ხელბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ბადმინტონში, გეზრბენში და მხიარულ სტარტებში ტარდება. დღეს სხვადასხვა სახეობაში ოლიმპიადის რამდენიმე გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, ისინი მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს. ტურნირში გამარჯვებულები მონაწილეობას ჯერ ნ დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატზე მიიღებენ, წარმატების შემთხვევაში კი საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.