მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

13 აპრილი 2025, 10:35 137 ნახვა

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს; ეუთო-ს გენერალური მდივნის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

აღინიშნა კონფლიქტის მშვიდობანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის თანათავმჯდომარე ორგანიზაციის მნიშვნელოვანი როლი. ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეუთო-ს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები და ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებსა და ინსტიტუტებთან თანამშრომლობა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში