მართლმადიდებლები ბზობას ზეიმობენ

13 აპრილი 2025, 10:07 227 ნახვა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ამ დღეს ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ.

ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს ემთხვევა.

სახარების მიხედვით, იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. 

მართლმადიდებელ ტაძრებში დღეს საზეიმო წირვა აღესრულება, სადაც ბზის ტოტებს აკურთხებენ.

მორწმუნეებისთვის, რომლებიც მარხვას იცავენ, ეს დღე თევზით ხსნილია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში