ტრამპმა ბაიდენის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

13 აპრილი 2025, 10:03 259 ნახვა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც 2021 წელს ჯო ბაიდენის მიერ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. 

დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული კონკრეტული სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის შემდეგი ქმედებების აღკვეთას: ჩარევას აშშ-სა და მისი მოკავშირე ქვეყნების არჩევნებში, ასევე, სანქციები მიმართულია რუსეთის სხვა ისეთი საქმიანობების წინააღმდეგ, როგორებიცაა: კიბერშეტევები, საერთაშორისო კორუფციული სქემების გამოყენება სხვა ქვეყნების მთავრობებზე გავლენის მოსაპოვებლად, ჟურნალისტების დევნა, რეგიონში უსაფრთხოების დარღვევა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში