სტუდენტური თემატური ბანაკი

12 აპრილი 2025, 19:41 89 ნახვა

თემატური ბანაკი გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თემატური ბანაკები წელს მეორედ იმართება და მისი მიზანია არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური პასუხისმგებლობების პოპულარიზაცია, ასევე აქტიური მოქალაქეობისა და პატრიოტული ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. საბანაკე პროგრამა 4 დღიანია და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ აქტივობებში. გახსნის ცერემონიალს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე დაესწრო და მონაწილეებთან შეხვედრა გამართა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში