როდესაც ცხადად ძალადობრივი, უკიდურესად ძალადობრივი ქმედებები კონკრეტულმა ძალებმა შეაფასეს, როგორც მშვიდობიანი აქციები, ეს არის უტიფრობა - ირაკლი კობახიძე

11 აპრილი 2025, 19:52 134 ნახვა

როდესაც ცხადად ძალადობრივი, უკიდურესად ძალადობრივი ქმედებები კონკრეტულმა ძალებმა შეაფასეს, როგორც მშვიდობიანი აქციები, ეს არის უტიფრობა, სხვა სახელი ამას უბრალოდ არ შეიძლება, დაერქვას, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ  ანტალიაში  ჟურნალისტებს.

მისი თქმით, კონკრეტული ადამიანები მოქმედებენ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთით, ისინი იღებენ დაკვეთებს და როგორც აგენტები, იძულებული არიან, გააკეთონ უხეში შეფასებები.

„გახსოვთ ხუთი დღის განმავლობაში რა მასშტაბის ძალადობას სჩადიოდნენ კონკრეტული ადამიანები, იყო შტურმი სახელმწიფო შენობებზე, იყო შტურმი პოლიციელების, სამართალდამცველების წინააღმდეგ და ამას უწოდებენ მშვიდობიან აქციებს, ეს არის უტიფრობა, სხვა შეფასება უბრალოდ არ შეიძლება, მიეცეს ასეთ ქმედებებს. აქაც ჩანს, რომ რეალურად კონკრეტული ადამიანები მოქმედებენ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთით, აქ საუბარია როგორც ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსებზე, ასევე უცხოელ პოლიტიკოსებზე, ისინი იღებენ დაკვეთებს და როგორც აგენტები, იძულებული არიან, რომ გააკეთონ ასეთი უხეში შეფასებები, რომლებიც არის არამარტო უბრალოდ მცდარი, არამედ არის ჩვეულებრივი შიშველი ტყუილი. საზოგადოება ამასთან დაკავშირებით გამოიტანს საკუთარ დასკვნებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში