ჩვენ არ მოგვწონს ბრიუსელის ქმედება თბილისის მიმართ, გვსურს, ევროკავშირმა იმოქმედოს სამართლიანად, ორმაგი სტანდარტების გარეშე - პიტერ სიიარტო

11 აპრილი 2025, 14:30 150 ნახვა

ჩვენ არ მოგვწონს ბრიუსელის ქმედება თბილისის მიმართ. გვსურს, ევროკავშირმა სამართლიანად იმოქმედოს, ორმაგი სტანდარტების გარეშე, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რამდენი მემარჯვენე პოლიტიკოსები არჩევნებში გაიმარჯვებენ, ბრიუსელში დემოკრატიის წინაშე არსებული საფრთხეების თაობაზე იწყება საუბარი, მხოლოდ ლიბერალების მმართველობა მიაჩნიათ ბრიუსელში დემოკრატიად. ეს ცუდია და ჩვენ შევეცდებით, უკეთესობისკენ შევცვალოთ ვითარება“, – აღნიშნა სიიარტომ.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, საერთაშორისო პოლიტიკა დაუბრუნდება ურთიერთპატივისცემას.

„ახლა, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ოფისში დაბრუნდა, ვფიქრობ, საერთაშორისო პოლიტიკა დაუბრუნდება ურთიერთპატივისცემას, მეტ რაციონალიზმს და პრაგმატულობას, ნაკლებ იდეოლოგიზაციას და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას. მეტისმეტი იყო ის, რასაც დემოკრატიული ადმინისტრაცია და ბრიუსელი ერთად აკეთებდნენ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევითა და ზეწოლით. ძალიან კარგია, რომ ჩაიხსნა USAID-ის დაფინანსება, ვინაიდან ეს მნიშვნელოვნად ამცირებს იმ ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერეოდნენ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში