პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის განხილვა გაგრძელდება

11 აპრილი 2025, 10:08 167 ნახვა

რამდენიმე წუთში  საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დაიწყება.  კომისიის წევრები დღეს კიდევ ერთხელ განიხილავენ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეს, ამ საკითხზე დღეს სოსო რობაქიძის გამოკითხვაა დაგეგმილი. დღესვე განიხილება ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები. ამ საკითხზე კომისია დოდო და გიორგი აფრასიძეებს მოუსმენს.

დღევანდელ სხდომაზე დაბარებული არიან ოპოზიციონერი წევრები ნიკა მელია და გიორგი ვაშაძე, როგორც ცნობილია, ისინი კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ და პროცესებში ჩართვაზე უარს აცხადებენ, რადგანაც მათი თქმით, როგორც პარლამენტი, ასევე საგამოძიებო კომისია არალეგიტიმურია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში