გრანტების და NGO-ების მეშვეობით საქართველოში საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას, შესაბამისად, ეს კანონი უკავშირდება არა გრანტს, არამედ უპირისპირდება სიძულვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ საზოგადოებაში სიძულვილის ხელოვნურად დათესვას წინ აღუდგნენ.
„ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გრანტების მეშვეობით, NGO-ების მეშვეობით, საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი და ხელოვნურად გახლიჩონ საზოგადოება. ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ წინ აღვუდგეთ სიძულვილის ხელოვნურად დათესვას ჩვენს საზოგადოებაში“, - აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, კობახიძე აღნიშნავს, რომ NGO-ები და გარე გაუმჭვირვალე დაფინანსება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს ქვეყნის არევის ინსტრუმენტი.
„ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლების აღიარება წინა ადმინისტრაციის ქმედებებთან დაკავშირებით. ახალმა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ USAID-ის, NED-ის თანხები ხმარდებოდა სხვა სახელმწიფოებში რევოლუციურ პროცესებს, ქვეყნის არევას. ეს არის პირდაპირი აღიარება, ახლა უკვე ჩვენ ვხედავთ აღიარებას ევროპული სტრუქტურებიდან. ყველაფერი დღესავით ნათელია. თქვენ ხედავთ, ვინ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არიან რადიკალიზმის გაღვივებით და სიძულვილის დათესვით დაკავებული. ეს არის ყველაზე მდიდარი NGO-ები. პოლიტიკური პარტიებიც კი, რომლებსაც კონსტიტუციის დარღვევით აფინანსებდნენ კონკრეტული ფონდები. ყველაფერი ხელის გულზე დევს ისედაც, მაგრამ ჩვენ ბოლომდე გამჭვირვალე უნდა გავხადოთ ეს ყველაფერი იმისათვის. რომ ბოლომდე იყოს მტკიცედ დაცული საქართველოს უსაფრთხოება. ეს არის უსაფრთხოების თემა. NGO-ები, გარე დაფინანსება, გაუმჭვირვალე დაფინანსება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს ქვეყნის არევის ინსტრუმენტი. ჩვენ ამას ვუპირისპირდებოდით წარსულშიც და დავუპირისპირდებით კიდევ უფრო მტკიცედ მომავალშიც“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ემსახურებოდა იმას, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვერავინ დაპირისპირებოდა გაუმჭვირვალე დაფინანსების მეშვეობით.
„ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ „ენჯეოების“ გამჭვირვალობისთვის და კონკრეტული ძალები იბრძოდნენ გამჭვირვალობის წინააღმდეგ, მიზეზი იყო მარტივი – რეალურად ეს თანხები ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესების გაღვივებას და ამას ყველა ხედავდა. ჩვენ სწორედ იმისათვის მივიღეთ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვერავინ დაპირისპირებოდა გაუმჭვირვალე დაფინანსების მეშვეობით. ჯერ მოვისმინეთ ჩვენ აშშ-ის ახალი ხელისუფლების აღიარება წინა ადმინისტრაციის ქმედებებთან დაკავშირებით. პირდაპირ განაცხადა ახალმა ადმინისტრაციამ, რომ კონკრეტულად მაგალითად USAID-ის NED-ის თანხები ხმარდებოდა რევოლუციურ პროცესებს, ქვეყნის არევას სხვა სახელმწიფოში, ეს არის პირდაპირი აღიარება. ახლა უკვე ჩვენ ვხედავთ აღიარებას ევროპული სტრუქტურებიდან. ყველაფერი დღესავით ნათელია. ხედავთ, ვინ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არიან რადიკალიზმის გაღვივებითა და სიძულვილს დათესვით დაკავებული, ესენი არიან ყველაზე მდიდარი „ენჯეოები“, პოლიტიკური პარტიებიც კი, რომლებსაც კონსტიტუციის დარღვევით აფინანსებდნენ კონკრეტული ფონდები. ყველაფერი ხელის გულზე დევს ისედაც, მაგრამ ჩვენ ბოლომდე უნდა გავხადოთ ეს ყველაფერი გამჭვირვალე, რათა ბოლომდე იყოს მტკიცედ დაცული საქართველოს უსაფრთხოება, ეს არის უსაფრთხოების თემა. „ენჯეოები“, გარე დაფინანსება, გაუმჭვირვალე დაფინანსება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, გახდეს ქვეყნის არევის ინსტრუმენტი, ჩვენ ამას ვუპირისპირდებოდით წარსულში და დავუპირისპირდებით კიდევ უფრო მტკიცედ მომავალშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.