რატომ იყო უმაღლესი საბჭოს სხდომა დახურული? - დავით გაბაიძის განმარტება

09 აპრილი 2025, 10:19 260 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, უმაღლეს საბჭოში მიმდინარე სხდომაზე მედიას დასწრების საშუალება აკრედიტაციის არქონის გამო შეეზღუდა. დავით გაბაიძემ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელზეც აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე დაამტკიცეს, გადაცემა „მთავარი აჭარაში“ ისაუბრა.

განმარტა, რომ სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა თქვა, რომ  რაიმე ტიპის გამონაკლისის დაშვება მედიის წარმომადგენლებისთვის ზედმეტი ვნებათაღელვის თავიდან ასაცილებლად არ მიიღო. შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 7 აპრილს დახურულ კარს მიღმა აირჩიეს, რომელსაც მედიის წარმომადგენლები არ დასწრებიან.

უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე არც სხდომის ტრანსლაცია იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში