ამერიკელი კონგრესმენების წერილი

03 მაისი 2017, 00:00 2008 ნახვა

აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა საქართველოს მხარდამჭერი წერილით მიმართა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კონგრესმენები პრეზიდენტს განაგრძოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერისკენ, ასევე საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებენ. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენების მხარდაჭერა არის იმ წარმატების შედეგი, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს რეფორმების განხორციელების კუთხით. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი