შრომის პროდუქტიულობის საპროგნოზო პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

08 აპრილი 2025, 12:39 199 ნახვა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) შრომის პროდუქტიულობის 2025 წლის პროგნოზს აქვეყნებს.

შრომის პროდუქტიულობა იზომება, როგორც ერთ დასაქმებულ პირზე მსყიდვეულნარიანი მთლიანი შიდა პროდუქტის დონე მუდმივ ფასებში. ორგანიზაციის მოდელირებული შეფასებით კი, საქართველოში ეს მაჩვენებელი 2025 წელს 56 ათას 641 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბებს, წლიური ზრდა კი 5,86% იქნება, რაც გამორჩეულად მაღალი მაჩვენებელია და მსოფლიო საშუალო საპროგნოზო დონეს ორნახევარჯერზე მეტად გადააჭარბებს. ზრდის ამ ტემპით საქართველო ქვეყნებს შორის მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.

ILO-ს მოდელირებული შეფასებით 2025 წელს ევროკავშირის მასშტაბით შრომის პროდუქტიულობა მხოლოდ 1,97 %-ით გაიზრდება, ხოლო საფრანგეთში, ბელგიაში, ფინეთში, ნორვეგიაში, ისლანდიაში, ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში, შრომის პროდუქტიულობის ზრდის ტემპი 1%-ზე დაბალი იქნება.

მსოფლიოს ბანკის მერ წარმოდგენილი განმარტებით, შრომის პროდუქტიულობა გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების შესაფასებლად, შექმნას და შეინარჩუნოს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები სამართლიანი და შესაფერისი ანაზღაურებით. ინვესტიციების, ვაჭრობის, ტექნოლოგიური პროგრესის ან სამუშაო ორგანიზაციის ცვლილებების შედეგად მიღებულმა პროდუქტიულობამ შეიძლება გაზარდოს სოციალური დაცვა და შეამციროს სიღარიბე, რაც თავის მხრივ ამცირებს დაუცველ დასაქმებასა და სამუშაო სიღარიბეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში