სულხან თამაზაშვილის გამოცდილება,მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი სწორედ მასზე შეჩერდა - პრემიერი

07 აპრილი 2025, 16:35 122 ნახვა

სულხან თამაზაშვილს აქვს დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს მუშაობა აჭარის მთავრობაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისი გამოცდილება, პიროვნული თვისებები, მათ შორის, მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჩერდა სწორედ  სულხან თამაზაშვილზე.

„ბატონი სულხანი არის არა მხოლოდ პოლიციელი, არამედ ის იყო თბილისის პოლიციის ხელმძღვანელი. ეს არის ძალიან მაღალი თანამდებობა, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს,  განსაკუთრებულ თვისებებს, მათ შორის, მენეჯერულ უნარებს. შესაბამისად, მას აქვს დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება იმისთვის, რომ სათანადოდ წარმართოს მუშაობა აჭარის მთავრობაში. მისი გამოცდილება, პიროვნული თვისებები, მათ შორის, მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჩერდა სწორედ ბატონ სულხან თამაზაშვილზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში