აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი დაამტკიცეს

07 აპრილი 2025, 14:13 561 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის კანდიდატურასა და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს, ერთიანად უყარეს კენჭი.

სულხან თამაზაშვილსა და წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტს მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა.  აჭარის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელი დარჩა. 

სულხან თამაზაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს სამომავლო გეგმა და ხედვები გააცნო. სხდომაზე, ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტებზე, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.

შესაბამისი ინფორმაცია და ვიდეომასალა აჭარის უმაღლესმა საბჭომ გაავრცელა. დღევანდელი სხდომა მედიისთვის დახურული იყო.
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში