აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან ჟურნალისტების ნაწილი შეიკრიბა და საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი პლენარულ სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი. სხდომა მედიისთვის დახურულია.
შეკრებილები ასევე სოლიდარობას უცხადებენ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე უმაღლეს საბჭოში სულხან თამაზაშვილს და მინისტრთა კაბინეტს კენჭს დღეს უყრიან.