ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. ცნობილია, რომ სასამართლოს ჩვენებას 3 მოწმე პოლიციელი მისცემს. ისინი ბრალდების მხარის მოწმეები არიან. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.
მედია მენეჯერის ადვოკატები აცხადებენ, რომ მოწმე პოლიციელებმა უკანონოდ განახორციელეს უფლებამოვალეობები და მზია ამღლობელის მიმართ დაკავების შემდეგ, სამმართველოს შენობაში დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
გამოცემა “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და კერძო ადვოკატები იცავენ.
გამოძიება მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.