აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭს დღეს უყრიან.
პლენარული სხდომა 1 საათში დაიწყება, მანამდე კი უმრავლესობის წევრებმა სულხან თამაზაშვილს და უცვლელი შემადგენლობით მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებზე მოუსმინეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, სამთავრობო გეგმაში მცირე ცვლილებებია, თუმცა ძირითადი გეგმა მთავრობისთვის უცვლელი რჩება.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ 4 აპრილს დატოვა, რის შემდეგაც პოსტზე პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სულხან თამაზაშვილი წარადგინა.