ხვალიდან მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება, შსს-ს მომსახურების სააგენტოს გარდა, იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ. ურთიერთთანამშრომლობის შესაბამისი ხელშეკრულება მომსახურების სააგენტომ და იუსტიციის სახლმა გააფორმეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, 2017 წლის განმავლობაში, იუსტიციის სახლის ფილიალებში შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები ეტაპობრივად დაინერგება.