სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა. კუსტარულად მოწყობილ ობიექტზე, ნორმების დარღვევით ხორციელდებოდა ცხოველების დაკვლა რეალიზაციის მიზნით.
შემოწმების პროცესში გამოვლინდა 600 კგ-მდე საქონლისა და 200 კგ-მდე ცხვრის ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი.
ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო დალუქული ხორცი განადგურდება.