პარლამენტი დღეს სესიაზე მესამე მოსმენით უყრის კენჭს ამერიკული "ფარას" ანალოგიურ კანონპროექტისა და ცვლილებებს მაუწყებლის შესახებ კანონში. სხდომა პარლამენტში ამ წუთებში უნდა დაიწყოს.
“ფარა”-ს კანონს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები ახლავს თან. კანონპროექტის მიხედვით, “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის” დარღვევა, გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით.
კანონში ასახული მოთხოვნების შეუსრულებლობა კი ადმინისტრაციული ჯარიმების დაკისრებას ითვალისწინებს. კანონპროექტით უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებები განიმარტება.
უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება და კანონით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას გამოიწვევს. კანონის აღსრულება კი, ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება.
ოპოზიცია კანონებს რეპრესიულსა და შემზღუდავს უწოდებს, მმართველი გუნდი კი, ყურადღებას ინიციატივების აუცილებლობასა და დადებით მხარეებზე ამახვილებს.