დედაქალაქის პარალელურად საპროტესტო აქციაზე საზოგადოება კვლავ იკრიბება ბათუმში. 124-ე დღეა მოქალაქეების ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებს, ითხოვს ხელახალ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
1991 წლის რეფერენდუმის 34 წლის თავზე, აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ ახლა საზოგადოებას ისევ საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის უწევს ბრძოლა.
აცხადებენ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ქართული ოცნება აფერხებს, ძალადობს მათზე, ვინც ამ მომავლის დასაცავად 124 დღეა ქუჩაში დაუღალავად დგას და მათ ათასობით ლარის ჯარიმებს აკისრებს.