2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე 2008 წლის ომის დროს და ომამდე განვითარებული მოვლენების განხილვის შემდეგ, კონკრეტული მაგალითებით 2003-2012 წლებში საქართველოში არსებულ უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
მოქალაქე მარიამ რატიანმა გაიხსენა, რომ ომის შემდეგ ქვეყანაში ბიზნესის შევიწროება და ამის გამო საპროტესტო აქციები დაიწყო. რა დროსაც მაღაზიათა ქსელიდან რომელიც საოჯახო ბიზნესი იყო აქციის მონაწილეები საკვებითა და საჭირო ნივთებით მოამარაგა ,რის გამოც უსაფუძვლო ბრალდებებით გააკოტრეს, ბიზნესმენები დააკავეს და მუდმივი მუქარით აიძულებდნენ ყველაფერი გაეყიდათ.
კომისიის წევრებმა პენიტენციური სამსახურიდან მსჯავრდებულ ანზორ პარკაძესაც მოუსმინეს, რომელმაც აღწერა რა ვითარება იყო სასჯელაღსრულების ორგანოში 2003 -2012 წლის პერიოდში, პარკაძე ჰყვება ,რომ პატიმრებზე ძალადობდნენ და მათ ღირსებას ლახავდნენ.