ბათუმის ბულვარში წითელი ნეკერჩხლები დაირგო

02 მაისი 2017, 00:00 18877 ნახვა

იაპონური ჯიშის წითელი ნეკერჩხალი ბულვარის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ შეიძინა. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ეთერ მაჭუტაძის ინფორმაციით. საერთო ჯამში, ახალ და ძველ ბულვარში 22 სახეობის 2500 მრავალწლოვანი ხე მცენარე შეემატება ბულვარს. მათ შორისაა 60 ძირი, იაპონური ჯიშის წითელი ნეკერჩხალიც

ნეკერჩხლების გარდა  ზღვისპირა პარკში სხვადასხვა ჯიშის - მაგნოლია, იაპონური და ჩინური კამელია, იაპონური ალუბალი, მიმოზა, გლიცინია, შქერი, ჯუჯა ვარდი და ა.შ  დაირგვება. ბათუმის ბულვარს, ახალი მცენარეების შესყიდვა 171 ათასი ლარი დაუჯდა. 

 

ფოტო: მირანდა ბერიძე

ამავე კატეგორიაში