იაპონიის ქალაქ ოიტას საავადმყოფოს მისაღებში მსუბუქი ავტომობილი შევარდა

02 მაისი 2017, 00:00 1853 ნახვა

იაპონიის ქალაქ ოიტას საავადმყოფოს მისაღებში მსუბუქი ავტომობილი შევარდა.  მანქანამ მინის კარები შეამტვრია, დაახლოებით 20 მეტრი იმოძრავა ჰოსპიტალის პირველ სართულზე, დაეჯახა  მისაღებში მყოფ მოქალაქეებს, დაამტვრია ავეჯი  და ჰოსპიტალის რეგისტრატურასთან გაჩერდა. საავადმყოფოს მისაღებში 50-მდე ადამიანი  იმყოფებოდა. დაშავებულია 13 პირი. მანქანას 70 წლის  ქალბატონი  მართავდა.  ავტომობილზე მინიშნებული იყო, რომ მას  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი მართავს.  ინციდენტის შედეგად მძღოლიც დაშავდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი