გამოკითხვა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში

28 მარტი 2025, 18:00 209 ნახვა

რა ნაბიჯებს დგამდა ქართული მხარე აგვისტოს ომის დროს კონფლიქტის ზონაში მოსახლეობის ევაკუაციისთვის? როგორი იყო ამ საკითხზე კონკრეტული პირების გადაწყვეტილებები ? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს, დილიდან პასუხობდა 2008 წელს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი.
სწორედ ევაკუაციის საკითხს მოჰყვა სხდომაზე მხარეებს შორის კამათიც. მამუკა ყურაშვილმა გაიხსენა კონფლიქტის ზონაში ელჩების გაგზავნის ეპიზოდიც, რომლის შემადგენლობაშიც მისი თქმით, იყო რუსეთის ელჩიც. ასევე მოუსმინეს გოგა ხაინდრავას, რომელიც 2004-2006 წლებში იყო -სახელმწიფო მინისტრი.
ამ წუთებში კი გიორგი ვოლსკის უსმენენ, პარალელურად კი საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან მოქალაქეები შეიკრიბნენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში