აშშ-ის სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეწყვეტა დროებით დაბლოკა

26 მარტი 2025, 09:58 171 ნახვა

CNN-ის ცნობით, ვაშინგტონის ფედერალური ოლქის მოსამართლემ   დროებითი შემაკავებელი ორდერის შესახებ „რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც მაუწყებელს გარკვეული დროის განმავლობაში ეთერში დარჩენაში დაეხმარება.   

მოსამართლის განცხადებით, საინფორმაციო ორგანიზაცია „ათწლეულების განმავლობაში ფუნქციონირებს, როგორც ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკის გასატარებლად კონგრესმა განსაზღვრა, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს კი  ერთი წინადადებით და მცირე ახსნა-განმარტებით მისი დახურვა არ შეუძლია, პრეზიდენტის ბრძანების მიუხედავადაც კი“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში