გენერალურმა პროკურატურამ, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

26 მარტი 2025, 11:14 230 ნახვა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე მამუკა ხაზარაძის მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მიზეზი, შპს "მაგნატის" უკანონო მითვისებასთან დაკავშირებით, კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.

მამუკა ხაზარაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის თანახმად დაიწყო, კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.

იგივე მიზეზით, პროკურატურას კომისია დეს ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიმარტავს, რადგან კომისიის დაბარების მიუხედავდა, სხდომაზე გუშინ არც ის გამოცხადდა და კითხვებზე პასუხის გაცემა უარი თქვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში