თემურ ქათამაძეს „ვივამედის“ დირექტორმა სასამართლოში უჩივლა

24 მარტი 2025, 18:00 281 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის საჩივრის საფუძველზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე სამართალდამრღვევად ცნო და 2800-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ნინო ნადირაძე ქათამაძეს სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა – სწორედ მან მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. სხდომაზე თემურ ქათამაძის ადვოკატმა განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყო.
ასევე მან ისაუბრა კლინიკა „ვივამედში” თემურ ქათამაძის ყოფნის პერიოდზე და აღნიშნა, რომ 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ ქათამაძისთვის სათანადო კვება გათვალისწინებული არ იყო. პროცესზე სიტყვით ისარგებლა თემურ ქათამაძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ „პირიქით, მათი მხრიდან იყო შეურაცხყოფა“.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში