ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს 2026 წელს საქართველო უმასპინძლებს

21 მარტი 2025, 16:49 91 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტს უმასპინძლა და  ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის გეგმები განიხილა.

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს 2026 წელს საქართველო უმასპინძლებს. შეთანხმება დღეს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა ლასლო ტოთმა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ნოზაძემ მოაწერეს.

ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ევროპის ძიუდოს კავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას და ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს.

კონტინენტის პირველობაზე, რომელიც თბილისში მომავალი წლის 23-26 აპრილს გაიმართება, ევროპის არაერთი სახელოვანი ძიუდოისტი იასპარეზებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში