,,ნანუკას ფონდი“ ერთ-ერთია იმ ოთხი ფონდიდან, რომლის ანგარიშებიც პროკურატურამ დააყადაღა “ნეიტრალური საქართველოს” სარჩელის საფუძველზე. დაწყებულია გამოძიებაც.
ფაქტს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სარჩელის ერთ-ერთი ავტორი ვატო შაქარიშვილი. აცხადებს, რომ მზად არიან გამოძიებას მიაწოდონ მტკიცებულებები და კონკრეტული ფაქტები.
საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილებას კი მნიშვნელოვანი პროცესი უწოდა, რითაც მისი თქმით, ქვეყანაში იქმნება პრეცედენტი.
შაქარიშვილის თქმით, ეს არის დემონტაჟი აგენტების წინააღმდეგ, რომ ასე ებრძვიან ,,დიფსთეითსაც“.