საფრანგეთის პოლიციამ გამოასახლა ასობით მიგრანტი, რომლებიც სამ თვეზე მეტ ხნის განმავლობაში პარიზის ერთ-ერთ კულტურულ ცენტრს იკავებდნენ. ასობით მომიტინგე შეიკრიბა შენობის წინ ღამით და მიგრანტების გამოსახლების შესახებ ბრძანება გააპროტესტა.
მიგრანტები გვინეიდან, რომლებიც საფრანგეთში 2024 წლის ოქტომბერში ჩავიდნენ, ამბობენ, რომ წასასვლელი არსად ჰქონდათ.
პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი შენობის მიმდებარედ მომიტინგეების დასაშლელად, რომლებიც ცოტა ხნის შემდეგ ისევ შეიკრიბნენ.