მორაგბეთა ეროვნული ნაკრების და რაგბის კავშირის წევრები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ

17 მარტი 2025, 11:09 139 ნახვა

მიხეილ ყაველაშვილმა ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის გადაეცათ.

საქართველოს პრეზიდენტმა მორაგბეებს მიულოცა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ზედიზედ მერვედ მოგება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში