2024 წელს ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტმა 876 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 24%-ით მეტია - სოფლის მეურნეობის სამინისტრო

15 მარტი 2025, 16:40 104 ნახვა

2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ღირებულებამ 876 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 24%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სპირტიანი სასმელების ექსპორტის ღირებულებამ – 288,6 მლნ აშშ დოლარი, ხოლო, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის ღირებულებამ 139,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„გასულ წელს 47%-იანი (92,7 მლნ აშშ დოლარი) ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების, 25%-იანი (32,2 მლნ აშშ დოლარი) – მინერალური და მტკნარი წყლების, 27%-იანი (30 მლნ აშშ დოლარი) – უალკოჰოლო გაზიანი სასმელების და 7%-იანი (17 მლნ აშშ დოლარი) – ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებში.

 

2024 წელს სპირტიანი სასმელების ექსპორტის ღირებულებამ – 288,6 მლნ აშშ დოლარი, მოცულობამ კი 47,9 მლნ ლიტრი შეადგინა მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ღირებულება – 163,8 მლნ აშშ დოლარი, მოცულობა – 254 მლნ ლიტრი; ღვინის ექსპორტის ღირებულება – 276 მლნ აშშ დოლარი, მოცულობა – 94.7 მლნ ლიტრი; უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება – 139,1 მლნ აშშ დოლარი, მოცულობა კი 150 მლნ ლიტრი იყო.

 

აღსანიშნავია, რომ უალკოჰოლო გაზიან სასმელებზე საექსპორტო ფასი წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და ლიტრზე 0.93 დოლარი შეადგინა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი