პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე სასამართლომ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

14 მარტი 2025, 17:10 138 ნახვა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე სასამართლომ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სამმა ბრალდებულმა, რომლებიც ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ, ზუგდიდში რამდენჯერმე გაასაღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე), ხოლო ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე).

„ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, მე-5 ნაწილის „ა“ და მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ხოლო ერთ პირს, ასევე, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა შენახვა) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16, 15 და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში