ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა დაიწყო

13 მარტი 2025, 11:43 109 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია დაიკითხებიან თუ არა პოლიციის მაღალჩინოსნები ბათუმის პოლიციისა და სამმართველოს უფროსები ირაკლი დგებუაძე და გრიგოლ ბესელია.

მოსამართლემ წინა სხდომაზე აღნიშნული შუამდგომლობა ღიად დატოვა და განმარტა, რომ თუ საჭირო გახდება საკითხს დაუბრუნდება. სასამართლომ დღეს 10-მდე მოწმეს უნდა მოუსმინოს.

სხდომას მზია ამაღლობელი დისტანციურად ესწრება. სხდომას ესწრებიან მისი მხარდამჭერები. ასევე დანიისა და ნორვეგიის საელჩოს წარმომადგენლები.

ოქმის შემდგენი მხარე მზია ამაღლობელს პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება. რასაც თავად ამაღლობელი სიცრუეს უწოდებს. როგორც მან სასამართლოს უთხრა, ოქმიც და ჩვენებებიც გაყალბებულია, ის დააკავეს სტიკერის გაკვრის გამო და ის სიტყვები რაც ოქმში წერია, მას არ გამოუყენებია პოლიციელების მიმართ არც საჯაროდ და არც სხვა სივრცეში.

დღევანდელი საქმე ეხება მზია ამაღლობელის პირველ დაკავებას, 11 იანვრის აქციაზე, კედელზე სტიკერის გაკვრას. განმეორებით ჟურნალისტი იმავე ღამეს პოლიციელზე სილის გაწვნის გამო დააკავეს. პროტესტის ნიშნად მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში