მერიისთვის, როგორც ჩანს, მთავარი საზრუნავი მაინც ბათუმის სანაპირო ზოლია. ქალაქისთვის წელსაც მოუგვარებელ პრობლემად მახინჯაურის პლაჟი რჩება. აღმოჩნდა, რომ ტურისტებისთვის დღემდე ერთ-ერთი პოპულარული სანაპირო ზოლი არც თუ ისე მიმზიდველად გამოიყურება.
მოუწესრიგებელ სანაპიროს, ტიტას ხის გამო, გადათხრილი პლაჟიც ემატება. რატომ რჩება თითქმის 6 წელია ქალაქის საზღვრებში შემავალი სანაპირო მერიის ინტერესებს მიღმა?