სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგი“ კომპანია „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმის“ წინააღმდეგ. „ელთ ბილდინგი“ მათ 416 000 ევროს ედავება- გიორგი ჩიკვაიძეს პროფესიონალ თაღლითად მოიხსენიებს.
„ელთ ბილდინგის“ დამფუძნებლის ელგუჯა თურმანიძის ინფორმაციით, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს, საუბარია სამშენებლო-დეველოპერული კომპანიისთვის იახტის შეძენასა და ჩამოყვანაზე.
ელგუჯა თურმანიძის თქმით, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მხარეებს შორის ყოველდღიური კომუნიკაციის დროს „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ მფლობელები გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი, კომპანია „ელთ ბილდინგის“ არწმუნებდნენ, სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, თითქოს იახტა ტრანსპორტირების პროცესში იყო,თურქეთის წყლებში იმყოფებოდა საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ იახტა, რომელშიც კომპანია „ელთ ბილდინგმა“ თანხა გადაიხადა რეალურად არ არსებობდა.
სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, მას შემდეგ რაც იგრძნეს რეალური საფრთხე რომ „ელთ ბილდინგი“ მზად იყო აღეძრა სარჩელი შესაბამის ორგანოებში თაღლითობს ფაქტზე, 2023 წლის იანვარში, დააბრუნეს თანხის მხოლოდ 10%, დარჩენილი ნაწილის დაბრუნება კი მორიგი სიცრუე და ყალბი დაპირება აღმოჩნდა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ კანონის წინაშე შესაბამისად უნდა დაისაჯოს გიორგი ჩიკვაიძე, რომელმაც პირადი მიზნებისთვის კომპანიის თანხები მიითვისა ,თუმცა ამ ეტაპზე კომპანია დარჩენილი თანხის უკან დაბრუნებას არ ითხოვს.
ცნობისთვის, ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელსაც ბრალად დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება ედება, სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე გუშინ დააკავეს.