თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის საკითხი სასამართლოში გასაჩივრდება

12 მარტი 2025, 14:05 102 ნახვა

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის და დაჯარიმების საკითხს სოციალური სამართლაინობის ცენტრი სასამართლოში გაასაჩივრებს. ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება არის  უსამართლო, თვითნებური და მიზნად ისახავს პროტესტში ჩართული სტუდენტების დევნასა და პროტესტის დასუსტებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 7 მარტს გამართულ ეთიკის კომისიის სხდომაზე სტუდენტების პასუხისმგებლობის საკითხი განიხილეს და მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მხარი დაუჭირეს 7 დღით ადრე მიღებული ეთიკის კოდექსის საფუძველზე, რომლის არსებობის და შინაარსის შესახებ სტუდენტები ინფორმირებული არ ყოფილან. 

ეთიკის ახლად ამოქმედებული კოდექსი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ეთიკის კომისიის დებულებასთან ერთად მხოლოდ დღეს, 12 მარტს გამოქვეყნდა.

სოციალური სამართლაინობის ცენტრი მოუწოდებს თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და რექტორს  აღუდგინოს სტუდენტებს სტატუსი და არ შეუზღუდოს მათ სასწავლო პროცესში მონაწილეობისა და  განათლების მიღების  უფლება;  ორგანზიაციას მიაჩნია, რომ სტუდენტებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის უმკაცრესი ფორმის გამოყენება დაუსაბუთებელი და არაპროპორციულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში