ხულოში სოფელ ძმაგულაში მეწყერი განვითარდა

11 მარტი 2025, 13:05 686 ნახვა

მეწყრული პროცესი განვითარდა გვიან ღამით ხულოში. სოფელ ძმაგულაში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე დიდი რაოდენობით მიწის მასა ჩამოიშალა.

მეწყერი ამ დრომდე აქტიურია. სტიქიის შედეგად არავინ დაზარალებულა, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ოჯახი ცხოვრობს. ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან.

ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწყერი აქამდე არ დაფიქსირებულა. 

 რა დახმარებას გაუწევს ადგილობრივი მერია ოჯახებს, პასუხს თვითმმართველობისგან ველოდებით.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში