აქციების მონაწილეების ნაწილი სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა

11 მარტი 2025, 12:02 154 ნახვა

პროევროპული აქციების მონაწილე პირების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილებებს ბათუმის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში აცხადებს.

მოსამართლე მარიანა ფომაევამ 31 იანვარს მემედ აბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთაში ზებრა გადასასვლელზე მოძრაობის გამო 4-ზე მეტი პირი უკვე ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად და 5000 ლარით დააჯარიმა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 20-მდე პირის მიმართ არის შედგენილი. მათ საპატრულო პოლიცია შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევას ედავება.

აქციის მონაწილე დაჯარიმებული პირები მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. მათი ნაწილის ინტერესებს საია, დანარჩენისას კი კერძო ადვოკატები იცავენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში